ახალი ამბები მთავარი სამართალი

„სირცხვილიას“ აქციაზე, კომენდანტის დარღვევის გამო, გიგა მაქარაშვილი დააჯარიმეს

ბათუმში მოძრაობა „სირცხვილიას“ აქციაზე, პოლიციამ კომენდანტის დარღვევის გამო, ორი პირი დააჯარიმა, მათ შორის, 2 000 ლარით დაჯარიმებულია აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი.

მოძრაობის წევრები ამ წუთებში მსვლელობას პოლიციის სამმართველოდანსირცხვილიას“ ოფისის მიმართულებით მართავენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მანამდე კი, მოძრაობის წევრებმა საპროტესტო მსვლელობა სლოგანით „გაუქმდეს კომენდანტი“ „სირცხვილიას“ ოფისიდან ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველომდე გამართეს.

სამმართველოს შენობის წინ მცირე შელაპარაკებაც მოხდა. შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ქუჩაში წარწერების გაკეთება სცადეს, რის საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეები „სირცხვილიას“ სამი წევრის დაკავებას აპროტესტებენ და ასევე, კომენდანტის სააათის გაუქმებას მოითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ მოძრაობამ იმავე მოთხოვნით აქცია რამდენიმე დღის წინაც გამართა. აღნიშნულ აქციას მოგვიანებით კონტრაქცია დაუპირისპირეს. მოქალაქეებმა ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ცოცხები მიიტანეს.

 

იტვირთბა....