ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი IRI-ზე: „კვლევამ გაცილებით მეტი ციფრი აჩვენა იმ უკმაყოფილო ხალხისა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ პარლამენტში უნდა იყოს დაპირისპირება“

„კვლევამ გაცილებით მეტი ციფრი აჩვენა იმ უკმაყოფილო ხალხისა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ პარლამენტში უნდა იყოს დაპირისპირება და აქ უნდა წყდებოდეს მთავარი საკითხები“, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შედეგებს.

როგორც ვოლსკიმ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, კვლევის შედეგმა აჩვენა ის, რაც ესმით საქართველოს უცხოელ პარტნიორებს, მაგრამ არ ესმით „კახეთის გზატკეცილზე“.

„კრიტიკული დამოკიდებულება „აირაის“, „ენდიაის“ კვლევების მიმართ, უმრავლესობას ყოველთვის ჰქონდა და ყოველთვის ენდობოდა ამ კვლევებს ოპოზიცია, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“ იშველიებდა ამ ციფრებს. კვლევამ გაცილებით მეტი ციფრი აჩვენა იმ უკმაყოფილო ხალხისა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ პარლამენტში უნდა იყოს დაპირისპირება და აქ უნდა წყდებოდეს მთავარი საკითხები. ეს არეულობა მთავარი ტრენდია დღეს ჩვენი ოპონენტების ბანაკში. ამ ხმების გაყოფამ სწორედაც დაპირისპირებული მოსაზრებები აჩვენა, რასაც კიდევ უფრო გააღრმავებს, გაამწვავებს და ქვეყნისთვის აუტანელს გახდის რიგგარეშე ან განმეორებითი არჩევნების ჩატარების საკითხი. ეს ესმით ევროპელებს, ეს ესმით ბრიუსელში, ესმით ვაშინგტონში და არ უნდათ გაიგონ კახეთის გზატკეცილზე“, – აცხადებს ვოლსკი.

IRI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას გამოკითხულთა 42% კატეგორიულად არ ეთანხმება, 18%  კი, მეტ-ნაკლებად.

 

იტვირთბა....