ბათუმში მოძრაობა „სირცხვილია“კომენდანტის გაუქმების მოთხოვნით აქციას მართავს.
„სირცხვილიას“ აქტივისტები სლოგანით „გაუქმდეს კომენდანტი“, „დასრულდეს ძალადობა“ ამ წუთებში მსვლელობას მართავენ.
„კომენდატის დარღვევას არ ვაპირებდით, მაგრამ გუშინწინ ჩვენს ოფისში შემოვარდა პოლიცია. ჩვენ ახლა მივდივართ პოლიციის სამმართველოსთან, რათა ეს გავაპროტესტოთ და თან დავარღვიოთ კომენდანტი. კომენდანტი არის არაკონსტიტუციური შეზღუდვა“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აღსანიშნავია, რომ მოძრაობამ იმავე მოთხოვნით აქცია რამდენიმე დღის წინაც გამართა. აღნიშნულ აქციას მოგვიანებით კონტრაქცია დაუპირისპირეს. მოქალაქეებმა ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ცოცხები მიიტანეს.