იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მოსამართლე მაია სვიანაძემ შვებულება აიღო, წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა.
ჯანეზაშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„ერთ-ერთმა მოქმედმა მოსამართლემ (მაია სვიანაძემ) შვებულება აიღო, შვილთან წავიდა აშშ-ში და დარჩა. იქიდან გამოუგზავნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადება და მოითხოვა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება. ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიუღია და ფორმაც სრულიად შესაფერისი ამ სისტემაში. დავამატებ, რომ მაია სვიანაძე იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით მოსამართლის თანამდებობიდან დღეს გათავისუფლდა“, – აცხადებს ჯანეზაშვილი.