ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

IRI: ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 78%, ხოლო ევროკავშირში – 83%

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში, გამოკითხულთა 78% მხარს უჭერს, ხოლო 15% არა.

59% სრულად უჭერს მხარს ნატო-ში გაწევრიანებას, 19 კი, მეტ-ნაკლებად.

ნატო-ში გაწევრიანებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება გამოკითხულთა 8%, ხოლო მეტ-ნაკლებად – 6%.

კითხვაზე პასუხი არ აქვს/არ იცის 8%-მა.

ნატო-ში გაწევრიანებისთვის ქვეყნის მთავარ სარგებლად, ​გამოკითხულთა 23% უსაფრთხოებას, 20% თავდაცვას, 13% ეკონომიკის განმტკიცებას, 11% დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, 8% სტაბილურობას, 4% სამხედრო მხარდაჭერას, 3% უკეთეს მომავალს ასახელებს.

რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, გამოკითხულთა 83% მხარს უჭერს, ხოლო  9% უარს აცხადებს.

კითხვაზე, თქვენი აზრით, როდის გახდება საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, გამოკითხულთა 23% პასუხობს, რომ 2024 წლის შემდეგ, 53%-მა  არ იცის/არ აქვს პასუხი, 12% კი პასუხობს, რომ არასდროს.

 

იტვირთბა....