ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

IRI: ინსტიტუტების რეიტინგებში პირველ ადგილს ჯარი იკავებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, ინსტიტუტების რეიტინგში პირველ ადგილს ჯარი იკავებს.

ჯარის საქმიანობას გამოკითხულთა 82% დადებითად, ხოლო 12% უარყოფითად აფასებს.

79% დადებითად აფასებს ეკლესიის საქმიანობას, უარყოფითად – 14%.

მედიის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 64%, 30% კი უარყოფითად.

გამოკითხულთა 54% დადებითად აფასებს პოლიციის საქმიანობას, ხოლო 39% უარყოფითად.

პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციის საქმიანობას დადებითად აფასებს 52%, უარყოფითად 41%.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში.

საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

იტვირთბა....