ახალი ამბები პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ცოცხი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან გამართულ „ცოცხების“ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ აქციები მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ არ არის წახალისებული.

სუბარის თქმით, ცოცხი „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლოა.

„ჩემთვის მიუღებელია ადამიანებს რომ ცოცხებით აუპატიურებდნენ და ციხეში კლავდნენ. თუ არ ვცდები, ნიუტონის მესამე კანონია, რომ ქმედება იწვევს უკუქმედებას. მარტო ფიზიკასა და მექანიკაში კი არა, ზოგჯერ ადამიანთა საზოგადოებაშიც მოქმედებს. ეს აქციები არ არის ჩვენგან წახალისებული. ცოცხი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო და ამ სიმბოლოს თუ ვინმე მიუტანს მათ და შეახსენებს… არ მითქვამს, მისაღები და მიუღებელი, მე ამას არ ვახალისებ. ქმედება იწვევს უკუქმედებას, თუ მოიქცევიან ადეკვატურად და ცივილიზებულად, პასუხიც ასეთივე იქნება“, – აცხადებს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის წინააღმდეგ აქცია გუშინ, 4 აპრილს გაიმართა. მოქალაქეებმა  ოპოზიციური პარტიის ოფისთან ცოცხები მიიტანეს.

იტვირთბა....