ისრაელში, იერუსალიმის სასამართლოში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. პრემიერის წინააღმდეგ პროცესი უკვე მესამედ მიმდინარეობს. მას კორუფციას, თაღლითობასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.
ნეთანიაჰუ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით სასამართლო პროცესი მის წინააღმდეგ პოლიტიკური ნიშნით დაიწყო.
ბენიამინ ნეთანიაჰუს იერუსალიმის სასამართლოში მისვლას როგორც მოწინააღმდეგეები, ისე მხარდამჭერები დახვდნენ და დემონსტრაცია გამართეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნეთანიაჰუს10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.