ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპისთვის სააღდგომოდ ქვეყანაში შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობის შენაჩუნება, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანად არის განვითარებული შრომითი ინსპეციის მუშაობა. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა წესის აღსრულებას ქვეყანაში, რათა არ გავხდეთ იძულებული რომ დაწესდეს შეზღუდვები. ამ ეტაპზე ჩვენ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებები გატარების გამო არ ვისაუბროდ ჩაკეტვევბზე, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მაღალი სოცალური პასუხისმგებლობა”, — ამბობს ტიკარაძე.
დღეს, საქართველოში კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
StopCov.ge-ს მონაცემებით ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 425 ადამიანი, 11 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 211 კვლევა, აქედან 5 090 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 4 121 PCR-ით.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი 2.48%-ია, ბოლო 14 დღის – 1.85%, ბოლო 7 დღის – 2.1%.