ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინური ვაქცინა სინოფარმის სანდოობაზე კითხვები არ ისმის. ამის შესახებ მინისტრმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი სინოფარმის ვაქცინით. შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან ის ელოდება ავტორიზაციას. ამასთან დაკავშირებიოთ ჩვენ გვაქვს ინტენსიური მიმოწერა ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რის შედეგადაც საბჭოებთან მსჯელობის შემდეგ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის იქნება ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია საქართველოში უკვე შესაძლებელი”, – განაცხადა ტიკარაძემ.
ჩინური ვაქცინა სინოფარმის 100 ათასი დოზა საქართველოშია. ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც სინოფარმი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.