ონის მერიის ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში კლდე ჩამოიშალა და საავტომობილო გზა ორმხრივად ჩახერგა. როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ამ წუთებში ადგილზე ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს.
“ქუთაისი-ალპანა-მამისონის 105-ე და 106-ე კილომეტრებს შორის ჩამოიშალა დიდი მოცულობის კლდე, ჯერჯერობით საგზაო მიმოსვლა ორმხრივად დაკეტილია,მიმდინარეობს ადგილზე ტექნიკის მობილიზება. მიმოსვლა შესაძლებელია შარდომეთი -ახალი ჩორდი-ზუდალის გავლით”,- აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.