მთავარი ციტატა

საიას თავმჯდომარე: ნამახვანში ინტერნეტის სიგნალი ჩაახშეს და სამუშაოები გააგრძელეს

[su_quote]სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, ხელისუფლება კიდევ უფრო ძაბავს მდგომარეობას ნამახვანში.
გუშინ დაპირებული შეჩერების ნაცვლად, სამშენებლო სამუშაოები გააგრძელეს, გზები გადაკეტეს და ინტერნეტის სიგნალი ჩაახშეს. სახლში მიმავალი ხალხი გზაში გააჩერეს და მერე ჯარიმებიც დაუწერეს კომენდანტის დარღვევისთვის.
ჩვენი ინფორმაციით, დღეს ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმები შეუყვანიათ და წყლის ჭავლის მანქანით გაამაგრეს შესასვლელი.
გუშინ დაკავებულებს ჩვენი ადვოკატები ზაალ გიორგიძე, დარინე სალდაძე და სალომე სალდაძე იცავენ. ისინი ხეობის დამცველებს პირველივე დღიდან გვერდში უდგანან და კვლავაც მათ გვერდში ვიქნებით ამ საქმეში[/su_quote]

ნიკა სიმონიშვილი,

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

შეგახსენებთ, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები დღეს აქციას მართავენ. აქცია 12 საათზეა დაგეგმილი. გავრცელებული ცნობებით ადგილზე წყლის ჭავლის მანქანაა შეყვანილი. ხეობაში, ასევე, ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს, რაც სხვა დროს არ დაფიქსირებულა.

იტვირთბა....