ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო აგრძელებს აქტიური წვლილის შეტანას ნატოს საქმიანობში

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ნატოს” დაარსებიდან 72 წლის იუბილეს ეხმაურება და საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

პრემიერის განცხადებით, საქართველო აგრძელებს ალიანსის პრინციპების ერთგულებასა და განვითარებას, რათა განზრახვა გავხდეთ სრულუფლებიანი წევრი, სისრულეში მოვიდეს.

“დღეს აღვნიშნავთ ნატოს დაარსებიდან 72 წლისთავს. ალიანსი არის მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი, უკვე შვიდი ათეული წელია. საქართველო კი აგრძელებს აქტიური წვლილის შეტანას მის საქმიანობაში, რათა დავამტკიცოთ, რომ ურყევად გვაქვს განზრახული ალიანსის სრულფასოვანი წევრობა”, – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი 1949 წლის 4 აპრილს შეიქმნა. ალიანსის მთავარი პრინციპებია მშვიდობისა დაცვა და წევრი ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამჟამად ნატოში 30 წევრი ქვეყანაა. ბოლო სახელმწიფო ჩრდ. მაკედონია, 2020 წლის 27 მარტს შეუერთდა ალიანსს, მერვე გაფართოების ფარგლებში.

იტვირთბა....