“ქართული ოცნების” დეპუტატი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ახალგაზრდების წვეულების ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ქვეყანას უსტანდარტობა ღუპავს.
“ლამაზი საზოგადოება ვართ. ეს დღეს ხდება. ლოყების მხოკავი – გარეულის მიერ სუფრის გაშლაზე და ჩუმი – შინაურის ძიგძიგზე. რაღაც, მოპროტესტო პოლიტაქტივისტები არსად ჩანან. ორმაგი სტანდარტი კი არა, უსტანდარტობა გვღუპავს”, – წერს დეპუტატი.
“მეტრონომი” ცდილობს დეპუტატთან დაკავშირებას რათა გავიგოთ როდის და სადაა ვიდეო გადაღებული.