ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯაფარიძე: ოპოზიციას არ ჩაუშლია არაფერი, ის არ ეთანხმებოდა ორ პუნქტს

“მმართველი გუნდის ბრალდებებს, თითქოს, მოლაპარაკებები ოპოზიციამ ჩაშალა, დოკუმენტი დევს, ახლაც საჯაროა, შეუძლია ყველას, მმართველ გუნდს მოაწეროს ხელი”, — ამის შესახებ ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე გირჩი მეტი თავისუფლებისთვის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

“რა, დაგინებული იყო რომ ყველას უნდა მოეწერა ხელი და ისე აწერდა მმართველი გუნდი? ოპოზიციას არ ჩაუშლია არაფერი, ის არ ეთანხმებოდა ორ პუნქტს და ეს თქვა საჯაროდ, განსხვავებით “ოცნებისგან”, რომელიც ვირეშმაკობს და ამბობს, რომ ვითომ თანახმა იყვნენ. სინამდილეში არაფერზე იყვნენ თანახმა, აგერ დევს დოკუმენტი და მოაწერონ ხელი”, – ამბობს ჯაფარიძე.

იტვირთბა....