ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაქარაშვილი: სამ საათიანი დაგვიანების შემდეგ დავიწყეთ აპარატურის აწყობა

სირცხვილიას აქტივისტი, გიგა მაქარაშვილის თქმით, რუსთაველზე აპარატურის და სცენის დამონტაჟება სამი საათის დაგვიანებით დაიწყეს, მაგრამ რაც მთავარია ისინი გეგმის მიხედვით მიდიან და დაანონსებულ კონცერტს გამართავენ.

“სამ საათიანი დაგვიანების შემდეგ დავიწყეთ აპარატურის შეტანა, ყველაფერი დაგვიანებით მიდის, მაგრამ იმ ადგილებში, სადაც შეთანხმებულები ვიყავით ვიწყებთ შეხვედრას. არაფერი არ შეცვლილა ვერავინ წაგვართმევს ჩვენი შეკრების თავისუფლებას. მიუხედავად ხელის შეშლისა იცოდნენ რა რაოდენობის ხალხი მოვიდოდა და მაინც, რომ ჩავატარებდით ამ კონცერტს. აპარატურა ეწყობა და სცენაც ძალიან მალე იქნება”, — ამბობს მაქარაშვილი.

აქტივისტები პარლამენტის წინ დღევანდელი აქციისთვის სცენას ამონტაჟებდნენ, მაგრამ სამართალდამცველებმა ამის საშუალებას არ მისცეს.

დღეს პარლამენტის წინა სამოქალაქო მოძრაობები „კომენდანტის საათის” და ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით ერთიანდებიან, პარლამენტის შენობის წინ აქციას გამართავენ.

იტვირთბა....