ახალი ამბები საზოგადოება

ჩვენ გამოვავლინეთ სამარცხვინო დამოკიდებულება ადამიანის მიმართ — კანდელაკი პოზნერზე

“ჩვენ გამოვავლინეთ სამარცხვინო დამოკიდებულება ადამიანის მიმართ” ამის შესახებ რუსეთში, ტელეწამყვანი ქართველი ჟურნალისტი, თინა კანდელაკი სოციალურ ქსელ ტელეგრამზე წერს.

მანვე აღნიშნა, რომ გუშინდელი მოვლენების სცხვენია და ქართველებს სტუმართმოყვარება არ ეშლებათ.

“ჩვენ, ქართველები ყოველთვის გამოვირჩეოდით სტუმართმოყვარეობით. შესაძლოა ბევრ რამეში შეიტანო ეჭვი, მაგრამ არა იმაში, რომ ძალიან სტუმართმოყვარე ადამიანები ვართ. ეს ჩვენი აღზრდისა და დამოკიდებულების ნაწილია ბავშვობიდან. ახლა კი ვხედავ, რომ ჩვენ გამოვავლინეთ სამარცხვინო დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, რომელსაც საქართველო მთელი გულით უყვარს. მან საქართველოს შესახებ უფრო ბევრი იცის, ვიდრე იმ ხალხმა, ვინც მოულოდნელად გადაწყვიტა, თავისი უპატივცემულობა გამოეხატა მის მიმარა”, — ამბობს კანდელაკი.

შეგახსენებთ, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა.

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, სადილი გამართა სასტუმრო “ვინოტელში”. სასტუმროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მოგვიანებით, წვეულებაზე მყოფმა პირებმა პოლიციის კორდონის საშალებით დატოვეს სასტუმრო და სასტუმრო “რუმსში” წავიდნენ.

სამოქალაქო პროტესტი მთელი ღამის განმვლობაში “რუმსის” მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდებოდა.
პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი ჩარტერული რეისით, დღეს, გამთენიისას დატოვეს.

იტვირთბა....