პარლამენტის ვიცე სპიკერის გია ვოლსკის, თქმით ერთი მხრივ, აკეთებდე განცხადებას, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის, მეორე მხრივ კი, გარბოდე და 90 წლის კაცს დასდევდე, არასწორია.
“ერთი მხრივ, აკეთებდე განცხადებებს, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის, ხელს აწერდე იმას, რომ საქართველოა დამნაშავე ოკუპაციაში და მეორე მხრივ, დარბოდე და ამ 90 წლის კაცს დასდევდე, არასწორი მგონია და სწორედაც ეს მგონია ის ნაწილი პოლიტიკური ცხოვრებისა, რომელიც ამახინჯებს რეალურ, გულწრფელ პროტესტს” — ამბობს ვოლსკი.
ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ კარგი იქნებოდა პოზნერისათვის ვინმეს ეკითხა, დღეს რას ფიქრობს საქართველოსთან დაკავშირებით, რომლის მიმართ აქვს სულელური და მტრული გამონათქვამები.
შეგახსენებთ, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა.
საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, სადილი გამართა სასტუმრო “ვინოტელში”. სასტუმროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მოგვიანებით, წვეულებაზე მყოფმა პირებმა პოლიციის კორდონის საშალებით დატოვეს სასტუმრო და სასტუმრო “რუმსში” წავიდნენ.
სამოქალაქო პროტესტი მთელი ღამის განმვლობაში “რუმსის” მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდებოდა.
პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი ჩარტერული რეისით, დღეს, გამთენიისას დატოვეს.