დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძის თქმით, შესაძლოა, მთავრობა იძულებბული გახდეს შეზღუდვები შემოიღოს.
“სიტუაცია არის დაახლოებით ისეთ, როგორიც იყო სექტემბრის ბოლო კვირაში, ოქტომბრის დასაწყისში, რასაც ერთ თვეში მოჰყვა შემთხვევების გაოთხმაეება. ქუჩაში, რომ გაიაროთ დაინახავთ ადამიანებს რომლებსაც პირბადე არ უკეთიათ, შესაბამისად მთავრობა შესაძლოა იძულებბული გახდეს შეზღუდვები შემოიღოს”, — ამბობს იმნაძე
1-ლი აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 437 პაციენტი, ხოლო 7 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 712 კვლევა ტესტით, მათ შორის, 17 922 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 790 PCR ტესტით.