რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერმა და მისი თანხმლებმა პირებმა სასტუმრო “ვინოტელის” შენობა პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს.
სამოქალაქო აქტივისტებმა ვლადიმერ პოზნერი შემდეგი შეძახილით გააცილეს – “პუტინ ხუილო”.
ამასთან, როგორც აქტივისტები მედიასთან ამბობენ, ისინი აპირებენ, რომ იმ სასტუმროსთან გადაინაცვლებენ, სადაც რუსი ჟურნალისტი დაბინავდა. სამოქალაქო აქტივისტების თქმით, პროტესტს სასტუმროსთან გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად ჩამოვიდა. ფორმულას ინფორმაცით, პოზნერი თბილისში მოსკოვიდან თბილისში აირზენას ჩარტერული რეისით 50 ადამიანთან ერთად ჩამოფრინდა.
რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმირ პოზნერმა და მასთან მყოფმა 50-მდე ადამიანმა ცოტა ხნის წინ კაფე სტამბიდან რესტორან “ვინოტელში” გადაინაცვლეს. ისინი პოზნერის დაბადების დღის აღნიშვნას აპირებენ და ამავდროულად, კომენდანტის საათს არღვევენ.
პარალელურად რესტორან “ვინოტელში” შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები. როგორც ისინი ამბობენ, “ოკუპანტ ღორებს” არ მისცემენ მშვიდად დროსტარების საშუალებას.