ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში ჩამოვიდა

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად ჩამოვიდა.

ფორმულას ინფორმაცით, პოზნერი თბილისში მოსკოვიდან თბილისში აირზენას ჩარტერული რეისით 50 ადამიანთან ერთად ჩამოფრინდა.

ცნობისთვის, ვლადიმირ პოზნერს ეკუთვნის გამონათქვამი – “აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”.

ვლადიმირ პოზნერი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია.

იმას, რომ პოზნერი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, მასთან ერთად მყოფი პირებიც ადასტურებენ.

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში რუსული იდეოლოგიისა და მიზნების პროპაგანდას ეწევა, რუსკი კლუბია. კლუბს ვლადიმერ პუტინის ფონდთან ერთად, ქართველი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ფონდი “ქართუც” აფინანსებს.

მისი ხელმძღვანელი, ნიკოლაი სვენტიცკი ფორმულასთან ამბობს, რომ “პოზნერს ძალიან უყვარს საქართველო და ხშირად ჩამოდის – წელიწადში ერთხელ ან ორჯერ”.

“ახლო წარსულშიც იყო. მდიდარი ხალხია, ფული არ აკლია. კარგად დახარჯავენ და ჩვენ ხელფასიც გვექნება”. – ამბოობს სვენტიცკი.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლებისთვის ამ შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ ელენე ხოშტარიას ფეისბუქ პოსტია – პოზნერის ვიზიტის შესახებ ინფორამცია თავდაპირველად სწორედ მოძრაობა დროას დამფუძნებელმა გაავრცელა.

“ხვალ მობრძანდება საქართველოში საკუთარ დაბადების დღეზე საგუალაოდ. ცხადია, შემოუშვებენ და გულაობის ექსკლუზიურ უფლებასაც მიანიჭებენ. გალიდან პენსიონერი რომ გადმოვიდეს პენსიის ასაღებად, 5 დღე კარანტინში აგდებენ და პოზნერი გულაობს საქართველოში.

ამ სიტყვების მთქმელი სახელმწიფომ არ უნდა შემოუშვას საზღვარზე, თუ თავმოყვარეობა გაგვაჩნია”. – დაწერა ელენე ხოშტარიამ.

“იმ პოლიტიკოსისგან, რომელსაც შეუძლია, საკუთარ თავს მისცეს უფლება, საქართველოს პარლამენტის დარბაზში გააჟღეროს საბჭოთა კავშირის ჰიმნი, ალბათ საერთოდ უხერხულია რამის თქმა”. – ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, დავით მათიკაშვილი ხოშტარიასზე. 

“ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც აქვს კანონმდებლობა, წესები. ყველაფერი ხდება ამ წესების მიხედვით. ამ წესებით შემოდიან ადამიანები, ამ წესებით გადიან ამ ტერიტორიიდან. რაც შეეხება ამ განცხადებას – მასში ერთადერთი რამ ამოვიკითხე, ეს არის ზიზღი, ეს არის უხამსობა”. – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....