ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: “პოზნერის დაბადების დღე საქართველოში საზეიმო არ იქნება”

სამოქალაქო მოძრაობის “დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარიას განცხადებით, საქართველოში არ უნდა შემოუშვან ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოსი ვერ იქნება.

როგორც ხოშტარიამ რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე განაცხადა, „ნორმალური სახელმწიფო ასეთ ადამიანს ქვეყანაში ჩამოსვლის უფლებას არ აძლევს“.

“ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ადამიანი, პუტინის სისტემის ნაწილი, რომელიც ამბობს კონკრეტულად, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ არსებობს და აფხაზეთი საქართველოსი არ იქნება, არ უნდა შემოუშვან საქართველოში და მით უმეტეს, პანდემიის დროს, კომენდანტის საათის დროს, ვერ უნდა ბედავდეს საქეიფოდ სიარულს. თუ სახელმწიფო ამ ნაბიჯს არ დგამს, საზოგადოებიდან მიიღებენ ამ პასუხს. მისი დაბადების დღე საქართველოში საზეიმო არ იქნება და მისთვის იქნება აქ ყოფნისას ყოველი წუთი იქნება პრობლემის წუთი”, – აცხადებს ხოშტარია.

შეგახსენებთ, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად ჩამოვიდა. ფორმულას ინფორმაცით, პოზნერი თბილისში მოსკოვიდან თბილისში აირზენას ჩარტერული რეისით 50 ადამიანთან ერთად ჩამოფრინდა.

იტვირთბა....