ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შრომის ინსპექციამ სასტუმრო “ვინოტელი” რუსი შოუმენის მასპინძლობის გამო 10 000 ლარით დააჯარიმა

სასტუმრო “ვინოტელი” რუსი შოუმენის მასპინძლობის გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა. – ამის შესახებ შრომის ინსპექციის წარმომადგენელი მედიასთან აცხადებს.

“შრომის ინსპექცია ზედამხედველობას ახორციელებს დადგენილებით აკრძალურ ქმედებაზე. შესაბამისად, ობიექტი 10 000 ლარით დაჯარიმდა. შრომის ინსპექცია ადამიანებს არ აჯარიმებს. აკრძალული საქმიანობისთვის კი, ობიექტი დაჯარიმდა,”- აცხადებს შრომის ინსპექციის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად ჩამოვიდა. ფორმულას ინფორმაცით, პოზნერი თბილისში მოსკოვიდან თბილისში აირზენას ჩარტერული რეისით 50 ადამიანთან ერთად ჩამოფრინდა.

რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმირ პოზნერმა და მასთან მყოფმა 50-მდე ადამიანმა ცოტა ხნის წინ კაფე სტამბიდან რესტორან “ვინოტელში” გადაინაცვლეს. ისინი პოზნერის დაბადების დღის აღნიშვნას აპირებენ და ამავდროულად, კომენდანტის საათს არღვევენ.

პარალელურად რესტორან “ვინოტელში” შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები. როგორც ისინი ამბობენ, “ოკუპანტ ღორებს” არ მისცემენ მშვიდად დროსტარების საშუალებას.

იტვირთბა....