[su_quote] პროტესტს ხომ აქვს თავისი ხარისხი? ნუთუ, ახლა პოზნერი იმსახურებს ამ სახის პროტესტს? ჩვენ ამაზე დიდი გასაპროტესტებელი როგორ არა გვაქვს, როგორც პოზნერის საღამოს ვახშამი? ზურაბ ჯაფარიძესთან რომ მიდიოდა პოლიცია და კეტავდა ბარს, აქაც ხომ იგივე სიტუაციაა? მე არ მომწონს ეს რაც ხდება, არ მომწონს ბევრი მიზეზის გამო, არ მომწონს იმიტომ, რომ ადამიანი ჩამოვიდა და მივუვარდით. იქ ყველანი არიან ანგაჟირებული ადამიანები. [/su_quote]
ვახტანგ მეგრელიშვილი – “გირჩის” ლიდერი
ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად ჩამოვიდა. ფორმულას ინფორმაცით, პოზნერი თბილისში მოსკოვიდან თბილისში აირზენას ჩარტერული რეისით 50 ადამიანთან ერთად ჩამოფრინდა.
რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმირ პოზნერმა და მასთან მყოფმა 50-მდე ადამიანმა ცოტა ხნის წინ კაფე სტამბიდან რესტორან “ვინოტელში” გადაინაცვლეს. ისინი პოზნერის დაბადების დღის აღნიშვნას აპირებენ და ამავდროულად, კომენდანტის საათს არღვევენ.
პარალელურად რესტორან “ვინოტელში” შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები. როგორც ისინი ამბობენ, “ოკუპანტ ღორებს” არ მისცემენ მშვიდად დროსტარების საშუალებას.