„ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის” ხელმძღვანელის ბესიკ ბოგველის განცხადებით, ის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას თანაგრძნობის გამო აპირებს.
მისი თქმით, პროცესები ძალიან ცუდად მიდის, რამაც შესაძლოა ცუდი შედეგები გამოიღოს ქვეყნისთვის. ბესიკ ბოგველი, ამჟამად ელოდება წერილზე პასუხს ენმ-დამ, სადაც გიროას გადახდის შეთავაზებაა.
„კონკრეტულ საქმეს ვაკეთებდი და ეს გადაწყვეტილება მაშინ მივიღე. მთელი ღამე არჩევდნენ ვისი კაცი ვარ, რეკავდნენ იქით, აქეთ. ფსიქოლოგი ვარ, არ შეიძლება პოზიცია ჰქონდეს ფსიქოლოგს?! მე დავტესტე სისტემა. ნიკა მელია და ნებისმიერი პოლიტიკოსი, პირველ რიგში, არის საქართველოს მოქალაქე და შესაბამისად, თანაგრძნობაც არის. ვხედავ, რომ პროცესები ძალიან ცუდად მიდის, რის გამოც, შესაძლოა, ქვეყანაში რაციონალიზმი დაიკარგოს. ტელევიზიებში დავაგზავნე კონკრეტული წერილები, ნებისმიერი კითხვას იქ ვუპასუხებ, მომიწვიეთ! ჯერ წერილს ველოდები, იქ წერია შეთავაზება, მსჯელობა და უკუკავშირი არ გვქონია“,- განაცხადა ბოგველმა.
შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით, მელიასთვის შეფარდებული გირაოს გადახდის სურვილი ორგანიზაცია “ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის” თავმჯდომარე ბესიკ ბოგველმა გამოთქვა.

