“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით, მელიასთვის შეფარდებული გირაოს გადახდის სურვილი ორგანიზაცია “ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის” თავმჯდომარე ბესიკ ბოგველმა გამოთქვა. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ბესიკ ბოგველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “სახალხო პარტიის” გორი-კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.
ამასთან, ბესიკ ბოგველი 2017 წლიდან ინტერნეტტელევიზია “მარტივის” დირექტორის პოზიციას იკავებს.
ასევე ირკვევა, რომ ბესიკ ბოგველი კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრია. ასევე, მისი facebook გვერდის მიხედვით, ბესიკ ბოგველი საქველმოქმედო ორგანიზაცია “საქართველოს კარიტასში” ფსიქოლოგად მუშაობს. “რუსთავი 2”-ს ცნობითვე, ორგანიზაცია “ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის” შესახებ საჯარო რეესტრში ინფორმაცია არ იძებნება.