ახალი ამბები მთავარი

რატიანი: მეგი ბაქრაძე კლინიკაში შემოყვანისას ცოცხალი იყო

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ 28 წლის გარდაცვლილი ექთანი მეგი ბაქრაძე, კლინიკაში შეყვანის დროს კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, თუმცა ცოცხალი იყო.

მისი თქმით, პაციენტის შემოსვლისას მდგომარეობა არასტაბილური ჰემოდინამიკით ხასიათდებოდა და მართვითი სუნთქვაზე იყო.

„პაციენტი ჩვენს კლინიკაში შემოყვანილ იქნა კატასტროფის ბრიგადის მიერ არასტაბილური ჰემოდინამიკით, მართვითი სუნთქვით და სამბალიანი კომით, ატონია-არეფლექსიით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობა იყო და იყო შეუქცევადი, ყველაფერი გააკეთა კლინიკამ რომ პაციენტის სიცოცხლე შენარჩუნებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი რამოდენიმე საათში“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მისი თქმით, სიკვდილი დგება, როდესაც გული ჩერდება, კლინიკაში შეყვანისას კი პაციენტს გულისცემა ჰქონდა და ასევე მეგადოზებით იყო შენარჩუნებული არტერიული წნევა.

იტვირთბა....