“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვადამდელი არჩვენების ჩატარებას კატეგორიულად გამორიცხავს.
მისი აზრით, რომც ჩატარდეს, ოპოზიცია იქაც დამარცხდება. ამიტომ ულტიმატუმების ენით საუბარს უნდა შეეშვან და მიიღონ ის მოცემულობა რაც არის.
„ის, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ეს მოცემულობაა. სულ რომ თეორიულად წარმოვიდგინოთ იმ მოთხოვნების გათვალისწინება, რაც ოპოზიციას აქვს შესაძლო, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იქაც ყველაფერს წააგებენ – პლებისციტსაც წააგებენ, რეფერენდუმსაც წააგებენ, არჩევნები რომ ჩატარდეს, მაგასაც წააგებენ. რაც შეეხება, ულტიმატუმებს, ულტიმატუმებით ოპოზიცია საუბრობს. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის პრემიერი, მოცემულობაზე და ამ მოცემულობით ვადამდელი არჩევნები არ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, მოლაპრაკებები გრძელდება. კრისტიან დანიელსონი ქვეყანაში ორი დღის წინ ჩამოვიდა. მან დღეს უკვე გამართა ინდივიდუალრი შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან. შეხვედრები ასევე ჩანიშნულია სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან.