aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

კობახიძე: “შეხვედრაზე განვიხილეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათ კრისტინ დანიელსონთან მოლაპარაკების დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი განიხილეს.

მისი თქმით, კიდევ ერთი შეხვედრა, დღეს 6 საათზეა ჩანიშნული, ხოლო ხვალ, სავარაუდოდ საერთო ფორმატში იქნება დისკუსია.

“კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი მეტყველებს იმაზე, რომ ინტერესი არის ძალიან დიდი საქართველოსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ. ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი შეხვედრა დღეს, სადაც განვიხილეთ რამდენიმე დეტალი იმ სავარაუდო შეთანხმების, რომელზეც მიმდინარეობს დიალოგი და გაიმართება დღის განმავლობაში კიდევ შეხვედრები, ჩვენც გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა დღეს 6 საათზე და იქ გაგრძელდება ამ დეტალების განხილვა, ამის შემდეგ ხვალ უკვე, სავარაუდოდ, საერთო ფორმატში გაგრძელდება დიალოგი და დისკუსია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კრისტიან დანიელსონი ქვეყანაში ორი დღის წინ ჩამოვიდა. მან დღეს უკვე გამართა ინდივიდუალრი შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან. შეხვედრები ასევე ჩანიშნულია სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან.

იტვირთბა....