aviabiletebi
ახალი ამბები კორონავირუსი

სახალხო დამცველი ექთნის გარდაცვალებაზე: “იმედია, დასკვნა იქნება ობიექტური, რაც არ უნდა მწარე იყოს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ 27 ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა ობიექტური იქნება.

როგორც ლომჯარია ამბობს, აუცილებელია, დადგინდეს, რა ხარვეზები აქვს სისტემას იმისთვის, რომ ის გაუმჯობესდეს.

“მაქვს ინფორმაცია, რომ ტარდება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზების თაობაზე, ასევე, რეგულირების სააგენტო სწავლობს, რამდენად იყო აღმოჩენილი დროული და გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება. ალბათ, ამ ყველაფრის შესახებ დასკვნის წარმოდგენის შემდეგ გვექნება ინფორმაცია, რეალურად, რა მოხდა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს დროული, უტყუარი და ობიექტური დასკვნები წარმოდგენილი, ეს გადაარჩენს ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეს მომავალში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა მოხდა რეალურად, თუ ხარვეზები იყო პირველადი დახმარების გაწევის პროცესში, ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ შემდგომში სამედიცინო პერსონალი იყოს მზად მსგავსი შემთხვევებისთვის და დავაზღვიოთ მსგავსი რისკები. დიდი იმედი მაქვს, რომ დასკვნა იქნება ობიექტური, რაც არ უნდა მწარე იყოს ის რეალობა, რაც შეიძლება ამ დასკვნამ დაგვანახოს. აუცილებელია, რომ ვნახოთ, რა ხარვეზები აქვს სისტემას იმისთვის, რომ ის გავაუმჯობესოთ”, – თქვა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება  გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას მუხლით დაიწყო.

მომხდარის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომაზე ექსპერტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.

ინფორმაციითვის, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.

იტვირთბა....