ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს, კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს ხვდება.
როგორც დანიელსონმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა მხაარებს შორის კომპრომისების დროა.
„მოხარული ვარ საქართველოში დაბრუნებით. ველოდები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთან თანამშრომლობას და მათ მხარდაჭერას, რათა იპოვონ გამოსავალი, რომელიც საჭიროა ამ პოლიტიკური კრიზისის დასალევად. როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქეები ამ პროცესს ყურადღებით ადევნებენ თვალს. ახლა დროა კომპრომისისთვის. კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, ეს სიძლიერის ნიშანია. ეს აძლიერებს საქართველოს დემოკრატიას და ეს არის ევროპული გზა“, – განაცხადა დანიელსონმა.
შეგახსენებთ, კრიასტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მანდ მედიაციის ფორმატში შეხვედრები მართველ გუნდსა და ოპოზიციასთან შეხვედრები ცალცალკე გამართა. ასევე, დანიელსონის მეთაურობით ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერბს შორის შეხვედრაც შედგა, თუმცა შეხვედრა შეთანხმების გარეში დასრულდა. კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.