“ჩამოსვლის წინ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის და სხვა აქტორების მხრიდან რაღაც განცხადებების ჩაფენა, რბილად რომ ვთქვათ, დანიელსონს უქმნის უხერხულობას და არ მეტყველებს მის მიმართ პატივისცემაზე…”
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი
ასე გამოეხმაურა გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოპილიტოსების საჯარო განცხადებებს.
შეგახსენებთ, ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების გაგრძელების მიზნით, დღეს საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ბრუნდება.
დანიელსონის ჩამოსვლამდე, დღეს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ისინი მზად არიან, შევიდნენ დღევანდელ პარლამენტში, თუ ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგება. განცხადებაში ოპოზიციური პარტიები კონკრეტულ საკითხებს აყენებენ, რომელთა შეთანხმების შემთხვევაში გააგრძელებენ საპარლამენტო ცხოვრებას. პარტიების განცხადებით, მნიშვნელოვან საკითხებს გადაუჭრელს ვერ დატოვებენ, საკვანძო საკითხებს, თავს ვერ მოიტყუებენ და შეთანხმებას ფორმალურად ვერ მიაღწევენ.