ახალი ამბები მთავარი ციტატა

ცერცვაძე: “მართლაც სერიოზული პრობლემა ყოფილა, სამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილი არ ჩქარობს ვაქცინის გაკეთებას”

“მე არ მოველოდი ამას, აღმოჩნდა, რომ მართლაც სერიოზული პრობლემა ყოფილა საქართველოში, რადგან სამედიცინო პერსონალის მეტი ნაწილი, ჯერჯერობით არ ჩქარობს ვაქცინის გაკეთებას. მიუხედავად იმისა, რომ იყო მოსაზრება, თითქოს იმიტომ არ ჩქარობდნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რომ „ფაიზერს“ ელოდებოდნენ, ეს მოსაზრება არ გამართლდა, არ გამოდგა მთლად სწორი, იმიტომ, რომ იმ 11 000 თუ მეტ დარეგისტრირებულს შორის, მხოლოდ 1 800 იყო სამედიცინო პერსონალი. ეს არ არის კარგი! რა არის ამის მიზეზი, ვერ გეტყვით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს სკეპტიციზმი, ექიმებისა და ექთნების, ვაქცინისადმი მალე შეიცვლება.”

თენგიზ ცერცვაძე – ნფექციური საავადმყოფოს დირექტორი

ამის შესახებ ცერცვაძემ “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. საქართველოში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოიტანეს, რომელიც თავდაპირველად მედპერსონალისთვის იყო გათვლილი. თუმცა დაბალი ჩართულობის გამო ჯანდაცვის ექსპერტებმა მიიღეს გადაწყვტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზემოთ მოქალაქეებიც ჩაერთვნენ. ხოლო, აპრილიდან ვაქცინაზე საყოველთაო იქნება და მსურველების რეგისტრაცია აპრილის შუა რიცხვებამდე დაიწყება.

25 მარტს, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოვიდა. საქართველომ „ფაიზერის“ 30 ათასამდე დოზა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო. “ფაიზერით” ვაქცინაცია კი 30 მარტს დაიწყება. 

იტვირთბა....