ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა

დღეს, თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს მწერალს, გურამ დოჩანაშვილს 82 წელი შეუსრულდა.

მისი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია: “სამოსელი პირველი”, “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”, “ვატერ(პო)ლოო, ანუ აღდგენითი სამუშაოები”, “ორნი აქა იქ” და სხვა.

მწერალი არის ლიტერატურული პრემია – „საბას“ ლაურეატი ნომინაციაში – „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“. ასევე მინიჭებული აქვს “ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემა” ნაწარმოებისათვის „ბრმადყოფილზე. და…“ .

გურამ დოჩანაშვილი არის თბილისის საპატიო მოქალაქე.

მისი ნაწარმოებების მთავარი თემებია, სიყვარული, სიკეთე, ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და ბრძოლა თავისფლებისათვის.

მწერალს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმაც მიულოცა დაბადების დღე.

 

 

იტვირთბა....