ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ეკატერინე ტიკარაძე: “არსებობს ინფორმაცია, რომ ექთნის გარდაცვალების მიზეზად ვაქცინა არ დასახელდეს”

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რათა ზუსტი მიზეზი გაირკვას.

გურიაში, ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებობს “გარკვეული წინასწრი ინფორმაცია”,  რომ შესაძლოა, ახალციხელი ექთნის სიკვდილის პირდაპირ გამომწვევ მიზეზად ვაქცინა არ დასახელდეს.

“არსებობს გარკვეული წინასწარი ინფორმაცია იმაზე, რომ პირდაპირ გამომწვევ მიზეზად არ დასახელდეს ვაქცინა. ველოდებით სამხარაულის დასკვნას და ორშაბათს სამინისტროში იქნება წარმოდგენილი ერთობლივი კომისია, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც რეგულირების კომისიის, ისე სამხარაულის დასკვნა”, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება  გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას მუხლით დაიწყო.

მომხდარის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომაზე ექსპერტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.

ინფორმაციითვის, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.

 

იტვირთბა....