aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეტი შეზღუდვისა და “ლოქდაუნის” შემოღება ჩვენი ქვეყნისთვის მომაკვდინებელია” – კულუმბეგოვი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, სამედიცინო პერსონალში კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინაციის მსურველების რაოდენობა დაბალია. ამის შესახებ მან „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ფაქტია, რომ გამოსავალი უნდა ვიპოვოთ და ცხოვრებას ასე ვერ გავაგრძელებთ: ქვეყანას არსებობისა და განვითარებისთვის სჭირდება უფრო მეტი თავისუფალი ცხოვრება. მეტი შეზღუდვისა და ლოქდაუნის შემოღება ჩვენი ქვეყნისთვის პრაქტიკულად მომაკვდინებელია.

მაშინ როდესაც, მოლოდინი გვქონდა, რომ ჩვენი 75 000 ადამიანიდან დაახლოებით 60% მაინც აიცრებოდა. სამწუხაროდ ჯერ ჩანს, რომ 10%-საც ვერ მივაღწიეთ.ჩვენს კოლეგებს და ზოგადად სამედიცინო პერსონალს შეიძლება უფრო მეტი კრიტიკული კითხვა ჰქონდეს, რადგან როდესაც უფრო მეტი იცი, უფრო მეტად მშიშარა ხარ ამ თვალსაზრისით და როცა ნაკლები გაქვს ინფორმაცია, შეიძლება უფრო გულადი და თამამი გახდე. ამიტომ ჩვენ მეტი ახსნა-განმარტებები გვჭირდება“ – განაცხადა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. საქართველოში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოიტანეს, რომელიც თავდაპირველად მედპერსონალისთვის იყო გათვლილი. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოვიდა. საქართველომ „ფაიზერის“ 30 ათასამდე დოზა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.

იტვირთბა....