ახალი ამბები მთავარი ციტატა

“საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან მათ მიერ დაანონსებულ აქციებზე” – ღარიბაშვილი ოპოზიციაზე

“რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციის გამართვას ორი თვის შემდეგ, არ ვიცი, დამისახელეთ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აანონსებს აქციას ორი თვის შემდეგ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან მათ მიერ დაანონსებულ აქციებზე. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში, ძალიან მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაში არიან, ვგულისხმობ ამ რადიკალურ სააკაშვილის ფრთას. სხვა კომენტარი არ შემიძლია გავაკეთო.”

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერმინსიტრი.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

ცნობისათვის, ოპოზიციური პარტიების შემაჯამებელი საპროტესტო აქცია თბილისში 15 მაისს გაიმართება. 

იტვირთბა....