მთავარი ციტატა

ეკატერინე ტიკარაძე: “არ გვაქვს განსაკუთრებული შიში, რომ დოზების ათვისება ვერ მოხდება”

„ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული შიში, რომ დოზების ათვისება ვერ მოხდება. საბჭო ყოველი კვირის რეჟიმში იკრიბება და ეტაპობრივად იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორ გაფართოვდება ვაქცინაციის პროცესი. ასე გაგრძელდება ამ პროცესის მართვა. პირადად ჩემი სტრატეგია არის შემდეგი, რომ რეგიონულ დონეზე ყველგან გავეცნობი, თუ რა სიტუაციაა.”

ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი

ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მტავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. საქართველოში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოიტანეს, რომელიც თავდაპირველად მედპერსონალისთვის იყო გათვლილი. თუმცა დაბალი ჩართულობის გამო ჯანდაცვის ექსპერტებმა მიიღეს გადაწყვტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზემოთ მოქალაქეებიც ჩაერთვებიან. ასევე, თენგიზ ცერცვაძის თქმით შესაძლოა ვაქცინაცია საყოველთაო გახდეს.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოვიდა. საქართველომ „ფაიზერის“ 30 ათასამდე დოზა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.

იტვირთბა....