ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ეს ჩემი პერსონალური გადაწყვეტილებაა!“ – რას წერს ანიტა რაჭველიშვილი

ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი, რომელიც კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მისამართით გაკეთებული განცხადების შემდეგ, კრიტიკის სამიზნე გახდა, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრელებს და კრიტიკოსებს პასუხობს:

„ჩემი პოზიცია დავაფიქსირე წულუკიანის დიქტატურულ განცხადებასთან დაკავშირებით და ეს ჩემი აზრია და პერსონალური გადაწყვეტილება!

ახლა ამიხსენით, ეს ჩემი გადაწყვეტილება სადაც არც წყევლაა არც კრულვაა და არც უზრდელობა, რატომ იწვევს ამდენ სიბოროტეს და ღვარძლს, ამდენ სიძულვილს?! რა გჭირთ ხალხო?! ჯანმრთელად ხართ საერთოდ?! ამდენი შური და სიბოროტე სად დააგროვეთ ან რა დაგიშავეთ ასე რომ უზრდელობთ და იწყევლებით? ასე რომ გძულვართ და ტყულებსაც კი მიგონებთ რომ რაღაც საშინელ ადამიანად გამომიყვანოთ?! სამშობლო რომ მიყვარს და ყოველთვის ვიბრძვი ჩემი ხალხის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის იმიტომ? ასეთი რა გაგიკეთათ წულუკიანმა რომ პირები აიყროლეთ და თავმოყვარეობა დაკარგეთ?!

მართლა არ ღირს მგონი არაფრის კეთება! მაინც სულ ერთია კარგს გააკეთებ თუ საერთოდ არაფერს გააკეთებ! ცუდს თუ აკეთებ მგონი ის უფრო მოგწონთ ასე რომ მშვიდობით! ყველას ბედნიერებას, ჯანსაღ აზროვნებას და ნაკლები შხამის ფრქვევას გისურვებთ!”, – წერს ანიტა რაჭველიშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, ქართველი მეცო-სოპრანო თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ საქართველოში, საოპერო დადგმებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, სანამ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი იქნება.

იტვირთბა....