aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ ვაქცინაცია ჩავარდება რამდენიმე წელი შეზღუდვებით ცხოვრება მოგვიწევს“

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქვეყანაში ვაქცინაცინისადმი უპრენცენდენტო პასიურობაა, რის გამოც სპეციალისტები იმ დასკვნამდე მიდიან, რომ თუ სურათი არ შეიცვალა, შესაძლოა პროცესი საყოველთაო გახდეს. სადღეისოდ ჯანდაცვის სფეროს მხოლოდ 4000-ზე ოდნავ მეტი წარმომადგენელია აცრილი. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ თუ პასიურობა ასე გაგრძელდა, ვაქცინაცია საყოველთაო გახდეს.

„ორი საბჭოა – ერთი ვაქცინაციის უწყებათაშორისი და მეორე – იმუნიზაციის გვერდითი მოვლენების. მე არცერთი საბჭოს წევრი არ ვარ, მაგრამ, რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ეს გამორიცხული არ არის. შესაძლოა, რომ ასაკობრივმა ზღვარმა კიდევ დაიწიოს და საერთოდ, თუ ასეთი პასიურობა იქნება, შესაძლოა გახსნილი, საყოველთაო იყოს” – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, თუ ყველა „ფაიზერს” აირჩევს, ვაქცინა სწრაფად ამოიწურება და დანარჩენი მოსახლეობა მაინც იძულებული გახდება „ასტრაზენეკას” ან ჩინური ვაქცინით აიცრას.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი „რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ საყოველთაო ვაქცინაცია პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან მედიკოსების დაბალი ატივობა დიდი ალბათობით სხვა ჯგუფებზეც იმოქმედებს.

„მე ვერ ვხედავ იმას, რომ ვაქცინაცია თუ საყოველთაო გახდება, ეს რაიმეს შეცვლის, იმიტომ, რომ თუ სამედიცინო პერსონალში აქტივობა არაა, შესაძლოა სხვა ჯგუფებში შესაბამისად უფრო დაბალიც იყოს, ამიტომ, უფრო მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის მიწოდება გაღრმავდეს და ვისაც ეს ეხება, შესაბამისი ორგანოები გააქტიურდნენ, რომ ვაქცინაციის პროცესი აქტიურად წავიდეს.

„საყოველთაო ვაქცინაცია ამ პრობლემას არ მოაგვარებს, კი რამდენიმე ადამიანი აიცრება, მაგრამ ეს ის რაოდენობა არ იქნება, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ წლის ბოლოს მოზრდილი მოსახლეობის 60%-მდე ვაქცინირებული გვეყოლება, თუ ჩვენ საყოველთაო ვაქცინაციას გამოვაცხადებთ, ეს ვაქცინირებულების მოჩვენებითი გაზრდა იქნება, ამიტომ, ჯერ მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის მიწოდების კამპანია გააქტიურდეს, ვიდრე საყოველთაო დაიწყოს” – თქვა მან.

მისივე განმარტებით ჩავარდნილი ვაქცინაცია ეპიდრისკებს ზრდის და თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანა ეპიდემიიდან კიდევ რამდენიმე წელი ვერ გამოვა.

„თუ ასე გაგრძელდა, მივიღებთ თუ არა ტალღას, ძნელი სათქმელია, მაგრამ, ჩავარდნილი ვაქცინაცია რა თქმა უნდა რისკებს გაზრდის იმის, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს. ვაქცინაციის გარეშე კი ძალიან დიდი ხანი რამდენიმე წელიწადიც კი გაგრძელდეს ეს ყველაფერი, რაც ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი დაიღუპება და ასევე შეზღუდვებით ცხოვრება მოგვიწევს. ამიტომ, უმჯობესია, რომ ორიენტირი ვაქცინაციის გააქტიურებაზე ავიღოთ და უფრო მეტად ჩაერთვნენ ის სტრუქტურები, ვისაც ეს ეხება,” – განაცხადა გოგინავამ.

რაც შეეხება ეპიდვითარებას, ოთხშაბათის მონაცემებით ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი ხუთი ასეულის ფარგლებშია. ცერცვაძე ამბობს, რომ ან ვაქცინაციის და პირბადეების გზა ავირჩიოთ და ხელ-ფეხი გახსნილი გვექნება ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე და მოგვიწევს „ლოკდაუნების” შემოღება.

„მოსახლეობას მივმართავ, არ შეიძლება, ერთი მხრივ, გინდოდეს, კატეგორიულად მოითხოვდე ხელმძღვანელობიდან, რომ გქონდეს სრული თავისუფლება, ხელი არ შეგეშალოს რესტორნებში სიარულში, ღამე გადაადგილებაში, მაღაზიაში, ფიტნეს და სპორტ დარბაზებში სიარულში და მეორე მხრივ, ჯიუტად უარს აცხადებდე ვაქცინაციაზე – ეს ორი რამ შეუთავსებელია, როგორმე უნდა გავიგოთ, რომ ან ერთი გზა უნდა ავირჩიოთ, ან-მეორე.

“ან ავირჩიოთ ვაქცინაციის და პირბადეების გზა და ხელ-ფეხი გახსნილი გექნებათ სრულფასოვანი ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან მეორე, უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე და მოგვიწევს ყველა იმ ტკივილის ხელახლა გადატანა, შეზღუდვების და „ლოკდაუნების” შემოღება, რაც გავიარეთ გასულ წელს”, -აცხადებს ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ჩინური ვაქცინა ჯერ არ შემოვა.

„მინდა გითხრათ, რომ ჩინური ვაქცინა ჯერ არ შემოვა. რამდენადაც განაცხადა სამინისტრომ, გამზადებულია ხელშეკრულება, მაგრამ არ შემოვა, ვიდრე მკაცრი მარეგულირებელი, ჯანმოს ან ევროპის მედიკამენტების სააგენტო მას არ მისცემს ავოტორიზაციას, რომ ის ეფექტურია და უსაფრთხო. ამის შემდეგ რომ შემოვა, ის არ გამოიწვევს ნეგატიურ გავლენებს.

„ადამიანი მიეჩვია იმას, რომ საქართველო მომხმარებელს სთავაზობს არჩევანს, 2 საუკეთესო ვაქცინა სახეზეა – „ასტრაზენეკა” და „ფაიზერი”, ჩინურიც დაემატება, რომელსაც მსოფლიოში ბევრი უკეთესად თვლის. პოლიტიკური მოსაზრებით, რა თქმა უნდა, რუსულ ვაქცინას ხელს არ ვახლებთ, გერმანია ყიდულობს რუსულ ვაქცინას, ასე რომ ასეთი ცალსახა წინაწარი შეფასებები სწორი არ არის.

„რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც ავტორიზაცია და საერთაშორისო აღიარება ექნება ჩინურ ვაქცინას ბაზარზე, ცუდი არ არის, არჩევანის საშუალება იქნება. ვიცი, რამდენიმე ძალიან გავლენიანი და შეძლებული ადამიანი, ჩემი ნაცნობები, რომლებმაც არ ისურვეს „ასტრაზენეკა” და „ფაიზერი” , რომელიც შემოდის 1 კვირაში, წავიდნენ თურქეთში, აზერბაიჯანში და ჩინური ვაქცინით აიცრნენ”,-აცხადებს ცერცვაძე.

დასძენს, რომ ვაცქინაციისადმი სკეპტიციზმი რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის, ანტივაქსერებმა და ახალციხეში მომხდარმა ფაქტმა. ამბობს, რომ შესაძლოა, იმის გამოც, რომ აქტიური პიარ კამპანია არ იყო.

წაყრო: “რეზონანსი”

იტვირთბა....