“ქართული ოცნების” წევრმა გია ვოლსკიმ გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა პრინციპულ საკითხებში საკმაოდ სუსტი იყო.
მისი თქმით, პოლიტკურ ველზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა და ახლა ვნახავთ თუ რას მოიმოქმედებს.
„პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური მოთამაშე შემოვიდა. დეკლარირებული ასეა, ვნახოთ, რას იზამს, რას მოიმოქმედებს, რა გუნდს შექმნის და როგორ ჩამოყალიბდება. ვთქვი, რომ ეს არის ადამიანი, ვინც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი იყო. ყველანაირი წარმატება „ქართული ოცნების“ ფორმატში უნდა მოვიაზროთ. გარკვეულ მომენტში, როდესაც სახელმწიფოში პრინციპული საკითხების გადაწყვეტის დრო იდგა, გიორგი გახარიამ საკმაოდ ისუსტა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ, 22 მარტს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.