ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

NATO -ს წევრი ქვეყნები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, მინისტერიალის ფარგლებში, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

მასში საუბარია ტერორიზმდან მომდინარე საფრთხეზე. ასევე დიდ ყურადღებას ამახვილებენ კიბერ და ჰიბრიდული გამოწვევების მიმართ. ანგარიშში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებიც არის ნახსენები.

„ნატო გააგრძელებს ადაპტირებას. ჩვენ მზარდი საფრთხეებისა და სისტემური კონკურენციის წინაშე ვდგავართ. რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ტერორიზმი ყველა ფორმით და გამოვლინებით ყველა ჩვენგანისთვის მუდმივ საფრთხედ რჩება. მკაცრი და ავტორიტარული ძალები და არასახელმწიფოებრივი აქტორები გამოწვევას წარმოადგენენ კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, მათ შორის ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეებით თუ ახალი ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენებით“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 23-24 მარტს, ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირისპირ შეხვედრა იმართება.

იტვირთბა....