“კიდევ კარგი, გაგვიმართლა და ქვეყანას ჰყავს ასეთი მეგობრები, რომლებიც არ გვაძლევენ საშუალებას, რომ ერთმანეთი ბოლომდე დავჭამოთ, ქვეყანა შუაზე გავგლიჯოთ და ჩიხში შევიყვანოთ. გვყავს ისეთი მეგობრები, ამ შემთხვევაში ევროკავშირის სახით, რომლებიც ცდილობენ მაგიდასთან დაგვსვან – ჩვენი ეს შეუთანხმებელი წახნაგები როგორმე დაამრგვალონ და შეთანხმებამდე მიგვიყვანონ.”
ალეკო ელისაშვილი – პარტია „მოქალაქეების” ლიდერი
ასე გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მხარეებს შაორის მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მისი წარმომდგენელი საქართველოში დაბრუნდება.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მისი პირადი წარმომადგენელი, საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება.
შეგახსენებთ, 18 მარტს ევროპული საბჭოს წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის 10-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფება. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით, დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი გაახანგრძლივა.
მიმდინარე მოლაპარაკებებზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმა განიხილავდნენ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.