ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შარლ მიშელი: კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი “ტვიტერზე” წერს, რომ მისი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება.

“შევაფასე საქართველოში კრისტიან დანიელსონის შუამავლობით მიღწეული პროგრესი. დროა საჭირო კომპრომისების მიღწევა საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. კრისტიან დანიელსონი შუამავლობის გასაგრძელებლად დაბრუნდება“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

იტვირთბა....