ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

28 მარტს მეტრო და ავტობუსი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს

უწყებათშორისი საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტს მეტრო და ავტობუსი 01:00-მდე იმუშავებს.

მთავრობის პრესამსახურის ინფორმაციით, საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე მაყურებელთა 30% დაიშვება, თუმცა უნდა იყოს გათვალისწინებული და დაცული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტი.

“28 მარტს დაგეგმილ საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაიშვება მაყურებელთა 30%, დისტანციისა და ყველა შესაბამისი  ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. ბილეთები გაიყიდება ონლაინ-რეჟიმში, ხოლო ის პირები, რომლებიც მატჩზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენენ, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ, რათა მატჩის დასრულების შემდეგ, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის პერიოდში, შინ დაბრუნება შეძლონ. 28 მარტს, საფეხბურთო მატჩიდან გამომდინარე, 01:00 საათამდე იქნება დაშვებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის – მეტროს და ავტობუსის მუშაობა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....