“მადლობა იმისთვის, რომ ამ გამოწვევებით სავსე დროს წინა ხაზზე რჩებით”, – ასე ულოცავს ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ქართულ მედიას ჟურნალისტიკის დღეს.
კარლ ჰარცელი “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ მილოცვაში დასძენს, რომ ის კოლეგებთან ერთად ჟურნალისტების შრომას აფასებს.
“ნება მომეცით ქართული მედიისადმი პატივისცემა გამოვხატო და ჟურნალისტიკის დღე მივულოცო. მადლობა იმისთვის, რომ ამ გამოწვევებით სავსე დროს წინა ხაზზე რჩებით. ჩემი კოლეგები და მე გაფასებთ თქვენ და თქვენს შრომას“, – წერს ჰარცელი.
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. ეს დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს დაარსეს.