“ერთხელ თქვა ჩემმა შვილმა და სრულიად ვეთანხმები. თუ რამე ტრაგედია ხდება – ასოცირდება ნაციონალებთან. თუ რამე ფლავდება – ასოცირდება ოცნებასთან. იმდენად არის ჩაბეტონებული ეს აზრი, რომ ასეთ მდგომარეობაშიც კი ვერ იჯერებენ, რომ პასუხისმგებელი დღევანდელი ხელისუფალია და არა 10 წლის წინანდელი. ეს არის ქართული ოცნების პარადოქსული მთავარი კოზირი.”
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი
ასე ეხმაურება გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი 27 წლის ექთნის მეუღლის განცხადებას, სადაც ის ამბობს, ორმ კლინიკა“იმედი ლ” “ნაციონალების” არის.
ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას მუხლით დაიწყო.