ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დათა ვანიშვილი ცდილობდა, შეენარჩუნებინა ქართული სიწმინე და მისი ანდერძი იყო, არ გაცივდეს ქართული კერა”- ვაჟა გაფრინდაშვილი

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სოფელ ხურვალეთში დათა ვანიშვილის ოჯახში სამძიმარზე მივიდა.

როგორც ვაჟა გაფრინდაშვილმა განაცხადა, დათა ვანიშვილი ბოლომდე იცავდა ქართულ სიწმინდეს.

მისი თქმით, დათა ვანიშვილის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ყველა ქართველისთვის, ვისაც ოკუპირებული ტერიტორიების გამო გული შესტკივა.

“მართლაც დიდი დანაკარგია ოჯახისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც გული შესტკივა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე. ის ცდილობდა მიუხედავად ასაკისა, შეენარჩუნებინა ქართული სიწმინდე და მაგის ანდერძიც ეგ იყო, რომ არ გაცივდეს ქართული კერა, იმიტომ, რომ სახეზე გვაქვს არაერი მაგალითი, რამდენი ქართული სოფელი განადგურდა ე.წ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე,”- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილი.

შეგახსენებთ, სოფელ ხურვალეთში გამყოფ ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში 19 მარტს გარდაიცვალა. მისი სახლი გამყოფი ხაზის მიღმა მდებარეობს. ვანიშვილთან ხშირად ჩადიოდნენ საქართველოში ჩამოსული უცხოური დიპლომატიური დელეგაციების წარმომადგენლები, რათა გაცნობოდნენ გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებას.

დათა ვანიშვილს, ხვალ, 22 მარტს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სასაფლაოზე დაკრძალავენ.

 

იტვირთბა....