ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამყოფ ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი გარდაიცვალა

სოფელ ხურვალეთში გამყოფ ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი გარდაიცვალა. ფაქტს ადასტურებენ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

დათა ვანიშვილის სახლი გამყოფი ხაზის მიღმა მდებარეობს. მასთან ხშირად ჩადიოდნენ საქართველოში ჩამოსული უცხოური დიპლომატიური დელეგაციების წარმომადგენლები, რათა გაცნობოდნენ გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებას.

დათა ვანიშვილი იყო მალხაზ ვანიშვილის (კურტაევის) ბაბუა, რომელსაც ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ “მოქალაქეობა მიანიჭა”, თუმცა მოგვიანებით, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოპარვის შემდეგ, მალხაზ ვანიშვილმა განაცხადა, რომ იგი ძალადობის ქვეშ იმყოფებოდა და ფეხმძიმე მეუღლეს განძრაახ დააშორეს.

იტვირთბა....