დეპუტატმა პროკურატურაში “ისტერიული მესიჯები” წარადგინა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საკრებულოს დეპუტატს ალეკო ელისაშვილს პირადი დაცვის დანიშვნა შესთავაზა.
ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, ელისაშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხს განიხილავს. შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ამ წუთებში პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა. მან, თავმჯდომარეობის პერიოდში, პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლის მცდელობის შესახებ კითხვებს უნდა უპასუხოს.
როგორც ის იქიდან იტყობინება, გამოძიება ჯერჯერობით ნორმალურად მიდის. “დღეს მოვიტანე ტელეფონი, სადაც ისტერიულ მესიჯებს მწერდნენ ხოლმე. დაზუსტებითი კითხვები გვინდაო და ძალიან კარგი-მეთქი. მოვედი, რაც აინტერესებთ დამატებით, მივაწვდი ინფორმაციას”, – განაცხადა ელისაშვილმა